აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი თანაშემწე მადლენ ვესტერჰაუტი სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც გაზეთი Politico წერს, ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს, მის მიერ მედიისთვის ტრამპის პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნების ფაქტს.
ვესტერჰაუტი ბოლო პერიოდში ცდილობდა გაეფართოებინა თავისი მოვალეობების სპექტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. კერძოდ, მას სურდა ტრამპის უცხოეთში ვიზიტების ორგანიზება გაეკეთებინა. მისი ასეთი აქტიურობა პრეზიდენტის გარემოცვაში ბევრს არ სიამოვნებდა.
ცოტა ხნის წინ ვესტერჰაუტმა ჟურნალისტებს ტრამპის პირადი ცხოვრების დეტალები გაუმხილა. თეთრ სახლში ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. რის შემდეგაც ამერიკის ლიდერის თანაშემწემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.