მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ.
"აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მით უმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია“, - თქვა პრეზიდენტმა.