გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებნი, ვისი ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდნენ ახალუბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.