თურქეთის საკურორტო ქალაქო მარმარისიდან 2 მლნ დოლარის ღირებულების იახტა გაიტაცეს. ორ იალქნიანი იატხა Ghost 3-ი 13 ივლისს ჩერტერით რუსეთის ორმა მოქალაქემ აიღო და ამის შემდეგ იახტა პორტში აღარავის უნახავს. საიჯარო ვადა 19 ივლისს ამოიწურა და თუმცა იახტა აღარავის დაუბრუნებია. ჩარტერული კომპანიის მფლობელებმა კი სამართალდამცველებს მიმართეს, თუმცა გაირკვა, რომ ამასობაში გატაცებულმა იახტამ თურქეთის ტერიტორიული წლები დატოვა.
გამტაცებლებმა იახტის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სათვალთვალო მოწყობილობაც გამორთეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ინტერპოლს გადაეცა.
როგორც იახტის გამქირავებელ კომპანიაში განმარტავენ, ერთ-ერთი დამქირავებლის ვინაობა დადგენილია, თუმცა დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულზე არიან ორიენტირებულნი სხვადასხვა პასპორტით სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ყოველწიურად 50-მდე იახტას იტაცებენ.