რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს.
სანქცირებული აქცია, მოსკოვის დროით 14:00 საათზე, სახაროვის გამზირზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ითხოვენ, ოპოზიციონერ კანდიდატებს მიეცეთ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ორგანიზატორები მოელიან, რომ აქციაზე, სახელწოდებით „დავიბრუნოთ სამართლიანი არჩევნებით“, სავარაუდოდ 100 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მოსკოვში აქციები ორი კვირის წინ დაიწყო. 29 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართა არასანქცირებული აქციები, რომელიც მასობრივი დაკავებებითა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებით დასრულდა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, აპროტესტებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც ოპოზიციის კანდიდატებს უარი ეთქვათ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში კანდიდატებად დარეგისტრირებაზე.