ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი აგრძელებს სამხედრო ძალის დემონსტრირებას. სამხრეთ კორეელ სამხედროების ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეამ მოკლე დისტანციაზე მოქმედი ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. იუწყება BBC-ი.
ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაარღვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები სამხრეთ ჰამგიონის პროვინციაში გამოსცადეს და იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების ბოლო გამოცდა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან "ფრიად პოზიტიური წერილი" მიიღო. როგორც ტრამპმა აღნიშნა, წერილში კიმ ჩენ ინი უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო.