სულიერი დები არ მყავს.. მოძღვარი მყავს და მის საქმეს ავიცილებ, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე.
ნინო ქადაგიძეს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა სულიერი დის ან თავისი მოძღვრის საქმეს.
„რომ ვთქვა, სულიერი დები მყავს, ალბათ, მოგატყუებთ. მოძღვარი ნამდვილად მყავს, ვაღიარებ და ვადასტურებ და მის საქმეს ალბათ, ალბათ კი არა, არ განვიხილავ... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წერს განცხადებას და ითხოვს, რომ ცოტა დავუჩქარო, ვუჩქარებ პროცესს, ეს მიდგომა მაქვს ზოგადად", - თქვა ქადაგიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატთა გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრთა კითხვებს დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე პასუხობს, მეორე კანდიდატი კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილია.