ურეკში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბიჭი, მეორე კი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.
სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაპირველად, თვითმხილველებმა თქვეს, რომ ზღვაში დამხრჩვალი 12 წლის ბავში გოგონა იყო, თუმცა შემდეგ დაზუსტდა რომ გარდაცვლილი 12 წლის ბიჭია.