"რუსთავი 2"-ის საქმე - საკანონმდებლო ორგანოში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უსმენენ. შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები და ოპოზიციის სხვა წევრები ესწრებიან. დეპუტატებს აინტერესებთ, 2012 წლიდან მოყოლებული როგორ ვითარდებოდა მოვლენები ტელეკომპანიის გარშემო.
დავით დვალმა ყურადღება თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დაუშვებლად მიიჩნია. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის კრიტიკული მაუწყებლობა, ახლა ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.
„ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ჩვენ ვთვლით დაუშვებლად "რუსთავი 2"-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. ანუ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. აქ ლაპარაკია ზუსტად იმ ფასეულობებზე, რასაც ვთქვათ, "რუსთავი 2"-აკეთებს, ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლებასაც სჭირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით და ფორმით, როგორიც არის "რუსთავი 2," როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი,"- განაცხადა დვალმა.