ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მიერ შეთავაზებულ საზოგადოებრივი საბჭოს შემნაზე, უარი თქვა. არხის ჟურნალისტებს ახალ გენერალური დირექტორი პაატა სალია შეხვდა. სალია ამბობს, რომ კონსულტაციები გაიარა ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო.
„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ",- ამბობს პაატა სალია.
18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. 18 ივლისს საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა. იმავე დღეს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.