აჭარის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებისთვის ხელვაჩაურში სოფელ შარაბიძეებში მდებარე 36 992 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებებს 2039 წლის 12 აგვისტომდე იჯარით ფორმით გასცემს.
პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ლოტის წლიური საიჯარო ქირის საწყისი ღირებულება 20500 ლარია და ელექტრონული აუქციონი კი 18 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შეღობვის სამუშაოების დასრულება. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 თვეში სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთ(ებ)ის 80%-ის ათვისება სასოფლო-სამეურნეო ნარგავებით (ნაკვეთზე დაშვებულია როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურების გაშენება);
ხოლო არაუმეტეს 24 თვეში არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აუქციონის პირობების თანახმად, საიჯარო პერიოდის განმავლობაში მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით უნდა იქნეს გამოყენებული.
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სარგებლობაში გადაცემული ქონებების ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისათვის წარდგენა.