სამართალდამცავებმა დააკავეს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც "თბილის პრაიდი" წინააღმდეგ კონტრაქციების ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ფალავანდიშვილის დაკავების ფაქტს.
"უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - აცხადებენ შს სამინისტროში.