ლევან ვასაძე და არც მისი პარტნიორები არ არიან ქართული სახელმწიფოსთვის დიდი მოღვაწეები... ეს არის რუსეთის სპეცრაზმი საქართველოში, - განაცახადა გადაცემა „არჩევანში“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ხელისუფლების მიერ „გამოძახებული“ ადამიანები არიან.
„ახლა გამოიძახებს ხოლმე ხელისუფლება, პირველი შემთხვევა კი არ არის და მარტო ეს ხელისუფლება კი არ შვება ამას. მაგრამ როგორც წესი, ხანდახან ასეთი ჯგუფები ბოლომდე კონტროლირებადი არ არიან,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი და აღნიშნავს, რომ ვასაძესა და მის თანამოაზრეებს საპატრიარქოში მოკავშირეები ჰყავთ და დამოუკიდებლად არ მოქმედებენ.
„ჩვენ საქმე გვაქვს შეკვეთასთან. ამ შეკვეთის ერთ-ერთი მხარე არის სწორედ, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოში საკმაოდ გავლენიანი ჯგუფები. მეორე მხარე არის რუსეთი და ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ლევან ვასაძე და არც მისი პარტნიორები არ არიან ქართული სახელმწიფოსთვის დიდი მოღვაწეები... ეს არის რუსეთის სპეცრაზმი საქართველოში, ეს არის მეხუთე თუ მეშვიდე კოლონა, რომელსაც ჰყავს თავისი პარტნიორები საპატრიარქოშიც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საპატრიარქოში ყველა ასეთია,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მუქარის გზავნილების ავტორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.