აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიურ ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში აშოკ კუმარ ლახირი Ашок Кумар Лахири საქართველოს 26 სექტემბერს ეწვევა და ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას დააკვირდება.
ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება.
აღსანიშნავია რომ ბანკის მისია საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, ხოლო საქართველოდან 30 სექტემბერს სომხეთში ჩავა. სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ბანკის მისია 4 ოქტომბერს დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის საქართველოში 2010 - 2011 წლებში ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ძირითადად, ეს არის სახელმწიფო კრედიტები, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. მაგალითად, გზების რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ასევე, აზიის განვითარების ბანკის ინვესტიცია დაიხარჯება წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისათვის,