ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ომანის ყურეში ტანკერებზე "აშკარა თავდასხმაში" ირანს ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეფასებით, ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია. ეს თავდასხმა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფალ სანაოსნო მიმოსვლას. მიუღებელია ირანის ხელისუფლების მიერ ვითარების ამგვარი ესკალაცია", - წერს მაიკ პომპეო მიკრობლოგ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს, ომანის ყურეში, ნორვეგიული ტანკერ Front Altair-ზე, რომელსაც აალებადი ნივთიერება ნაფთა (დამუშავებული წყალბადი) გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. ირანის საზღვაო ძალებმა 21 მეზღვაურის ევაკუაცია დროულად მოახდინა, ნაწილი კი ამერიკის საზღვაო ძალების წყალობით გადარჩა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტანკერის ბორტზე საქართველოს ერთი, რუსეთის 11 და ამდენივე ფილიპინების მოქალაქე იმყოფებოდა. ამის შესახებ გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა პეტ ადამსონმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა მეზღვაური ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.