ბოტსვანაში გააუქმეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალური კავშირისთვის სასჯელს ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დრომდე ბოტსვანის სისხლის სამართლის კოდექსით „ბუნების საწინააღმდეგო დანაშაულისთვის“ 7 წლმდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შორის მაღალი ჰომოფობიური განწყობის მიუხედავად, ბოტსვანა აფრიკის ქვეყნების მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთია, სადაც ლგბტ პირების უფლებებს ყურადღება ეთმობა.