2019 წლის "მშვიდობის გლობალურ ინდექსში" საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა. 163 ქვეყანას შორის საქართველო 99-ე ადგილზეა.
ანგარიშში ასევე აღნიშნუალია, რომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2008 წლიდან 2019 წლამდე 20 %-ით გაიუმჯობესა პოზიცია. 2008 წელს საქართველოს პოზიცია ინდექსში 148 იყო.
"მშვიდობის გლობალური ინდექსი" ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ქვეყნების მდგომაროება შეფასებულია სხვადასხვა კრიტერიუმით. მაგალითად: მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, იარაღის ექსპორტ-იმპორტი, პოლიტიკური (არა)სტაბილურობა, დანაშაულის მაჩვენებელი, ომი, ტერორიზმი, კონფლიქტები, პოლიციელების მხრიდან ძალადობა და სხვა.
ინდექის პირველ ათეულში არიან ისლანდია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია, დანია, სინგაპური, სლოვენია, იაპონია და ჩეხეთის რესპუბლიკა.
163 ქვეყანას შორის რუსეთი 154-ე ადგილზეა.