შესაძლოა, 14 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. პარლამენტმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივა უნდა განიხილოს, რომლის თანახმად 14 მაისს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს. ქანთარია ითხოვს, რომ 14 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.
ასევე შესაძლებელია, რომ 1-ელი მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. შესაბამისი ინიციატივით დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გამოვიდა. კანონმდებლის აზრით, პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ამიტომ ის დასვენების დღე უნდა იყოს.