საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ განცხადება „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში შეხვედრის დაწყებისას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.