საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.
ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:
• თბილისი - ამანი - თბილისი - 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი - ბეირუთი - თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე - კვირაში 2 სიხშირით;
• თბილისი - დამამი - თბილისი - 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი - ბაჰრეინი - თბილისი - 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
• თბილისი - დუბაი - თბილისი - 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;
ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.