დიდი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, ქეთი მელუა ორმაგ მოქალაქეობაზე განცხადებას მალე შემოიტანს.
"ჩვენი წარმატებული და უნიჭიერესი ქეთი მელუა ... ინგლისის პოპის ვარსკლავი, საქართველოს სიამაყე ... თუმცა მოქალაქეობა ჩამოერთვა როცა მიიღო ბრიტანეთის თავშესაფარი და მოქალაქეობა, ახლა კი შემოიტანს თხოვნას აღდგენაზე და უთუოდ დაუკმაყოფილდება ...", წერს საქართველოს პრეზიდენტი.