"პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ.
ჟვანიას განმარტებით, განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს.
"ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროებით განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციაზე, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ, დღეს კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს.