როდესაც პოროშენკომ თვითმფრინავით ძალით გამომიშვა უკრაინიდან, საქართველოში აეროპორტი დაკეტეს, მათ შეეშინდათ, რომ საქართველოში ჩამიყვანდნენ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Rain TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„როდესაც პოროშენკომ თვითმფრინავით ძალით გამომიშვა უკრაინიდან, საქართველოში აეროპორტი დაკეტეს, მათ შეეშინდათ, რომ საქართველოში ჩამიყვანდნენ. ოლიგარქიას მე არ ვუნდივარ. მე უნიკალური შემთხვევა ვარ - ხელისუფლების ერთადერთი მეთაური ისტორიაში, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არათუ არ გარბის, არამედ უნდა და ამბობს "წამიყვანეთ, დამიჭირეთ, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში", ისინი კი მპასუხობენ "არა, არა, არა, დარჩი იქ, სადაც ხარ", - თქვა სააკაშვილმა.