ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური რეგიონის საჯარო სკოლებში რეიდებს იწყებს.
მთელი წლის განმავლობაში სკოლის ეზოში მდებარე შადრევნები და სასკოლო ბუფეტში სასმელი წყალი კვირაში რამდენჯერმე შემოწმდება.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირებას შესაბამი უწყება მოახდენს.
მოსწავლეთა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად სასმელი წყლის პარალელურად სასკოლო ბუფეტში შემოტანილი ტკბილეული და საკვებიც მოწმდება.