სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებამ, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებსა და რუსეთს შორის კავშირები ვერ აღმოაჩინა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას.
ცოტა ხნის, წინ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა დაასრულა გამოძიება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.
მიულერის დასკვნა გადაეგზავნა აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც თავის მხრივ, დასკვნის ძირითადი მიგნებების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში კონგრესს გადაუგზავნა.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ამ ეტაპზე ცნობილია, როგორც ირკვევა, მიულერის გამოძიებამ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს და რუსეთს შორის გარიგების ნიშნები ვერ აღმოაჩინა, თუმცა არის საკითხები, რომელიც ყურადღების მიპყრობას იმსახურებენ.