საქართველოში “NORVELL”-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, NORVELL GEORGIA-მ, მონაწილეობა მიიღო ბოლონიაში გაიმართულ მსოფლიო ბრენდების გამოფენა Cosmoprof Worldwide Bologna 2019-ში.
სულ მალე „NORVELL”-ის მომხმარებელს ძალიან ბევრი სიახლე ელოდება. მათ შორის, ის, რომ მის სერვისებს ყველაზე ინოვაციური ANTIAGE ხაზი დაემატა, რასაც ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად მომხარაბელეს მხოლოდ „NORVELL GEORGIA” შესთავაზებს.
გამოფენაში მსოფლიო 2500-ზე მეტი კომპანია, 250 000 სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელსაც 1100 აკრედიტებული ჟურნალისტი აშუქებდა.
Cosmoprof Worldwide Bologna წამყვანი სავაჭრო ღონისძიებაა, რომელიც მოდის ინდუსტრიის ყველა სფეროს აერთიანებს. 52-ე ღონისძიება, რომელიც14-17 მარტს გაიმართა, წინა ღონისძიებებისგან განსხვავებით უფრო მეტად ინოვაციური და სიახლით სავსე იყო, რომელიც ძირითადად მოდის ინდუსტრიის 5 სფეროს მოიცავდა: პარფიუმერია და კოსმეტიკა, ბუნებრივი პროდუქტები, შეფუთვა და კონტრაქტის წარმოება, სილამაზის სალონი და სპა, თმისა და ფრჩხილების მოვლა.