დღეს, 15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
აღნიშნული მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერ მხარეთა შორის თანამ¬შრომლობის პრინციპებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქსტატსა და ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომ¬ლო¬ბის და სასურველი ინფორმაციის გაცვლის საფუძ¬ველ¬ზე.
საქსტატსა და ტურიზმის ასოციაციას შორის თანამ¬შრომ¬ლობა ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების უზრუნველყოფას ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინ¬ფორ¬მა¬ციით, ხოლო საქსტატისთვის ბიზნეს წრეების მხრიდან სანდო და საიმედო სტატის¬ტი¬კუ¬რი ინფორმაციის დროულად წარმოდგენა შეუწყობს ხელს საქსტატის სტატის¬ტიკუ¬რი ინფორმაციის ხარისხის და საიმედოობის ზრდას.