მე არ ვიცი, რას გულისხმობენ "ამბოხებულ დეპუტატებში" და უმჯობესი იქნება განმარტონ, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ მისი, ბესელიასი, ფოფხაძის და სხვა დეპუტატების აზრი, რომლებიც სიის მიმართ ნეგაიურად არიან განწყობილები, მათ შეუძლიათ მოისმინონ ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები.
"თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ, ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილთან და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ მოისმინონ მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმნონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მათ შეუძლიათ მოისმინონ ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.