ის გუნდი, რომელიც უპირისპირდება ბესელიას, არის უფრო ძლიერი, არ ვფიქრობ, რომ ამ შედარებით მცირე ჯგუფმა მოიგოს ეს ბრძოლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეკა ბესელიას გუნდი დამარცხდება, რადგან მასთან დაპირისპირებული მხარე უმრავლესობაშია.
"ძალიან მძაფრია დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ, რომ დათმობას არავინ აპირებს და ასე მარტივად შერიგებით არ დასრულდება. დავინახავთ რამდენიმე ადამიანს, ჩემი აზრით, რომელიც ხელისუფლების გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. როგორც დღეს ჩანს ამ კონფიგურაციით, ის გუნდი, რომელიც უპირისპირდება ბესელიას, არის უფრო ძლიერი, არ ვფიქრობ, რომ ამ შედარებით მცირე ჯგუფმა მოიგოს ეს ბრძოლა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.