ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ დ.ღ.-ს საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება, იქამდე კი მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ დაასრულებენ.
მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაკავებული პატიმრობიდან თავისუფლდება.
„რამდენიმე თვეა, ვცდილობთ რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან, აღარ არის საჭირო მისი პატიმრობაში ყოფნა. თუმცა, პროკურატურა ამ პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, არ მოყავს არასრულწლოვანი მოწმეები, რაშიც მას სასამართლო ეხმარება. 19-ში ისედაც გადის ვადა და აუცილებლად შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება, ორი კვირაა დარჩენილი და პროკურატურა ამ ვადაში საქმის დასრულებას ვერ მოასწრებს. ასე რომ, სასამართლოს მოუწევს, შეცვალოს აღკვეთის ღონისძიებას, თუმცა პროკურატურას სურს, რომ ექვსთვიანი ვადა ამოწუროს, პროკურატურას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, მათ სურთ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს მისი ცრუ ჩვენების განო ვერ დადგა შედეგი ძირითად საქმეზე“, – განაცხადა სიხუაშვილმა.