რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილიყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული ნ.ზ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ნ. ზ. სხვა პირთან ერთად გარდაბნისრაიონის სოფელ ახალსოფელში, ჯგუფურად თავს დაესხა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ გ.მ. -ს და თ. მ.- ს და დანისმუქარით თანხა მოსთხოვა. დაზარალებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგად თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"სამართალდამცველებმა ნ.ზ. 2018 წლის 3 აპრილს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (ყაჩაღობა,ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოშეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.