5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6733 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0305 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0571 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.66 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4954 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4052 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 დეკემბერიდან შევა ძალაში.