საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მის პოსტს ფეისბუქზე, სადაც პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - "48 საათი საქართველოში" პოსტერი გააზიარა და მადლობა გადაუხადა. ეს პოსტი მისი გვერდიდან რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ იხუმრა.
მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.