ხვალ, 17 ნოემბერს, ტექნოპარკში, 12 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DevFest თბილისი 2018 გაიმართება. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი გამომსვლელები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.