როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია.
„არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, არ არიან ღირსი, რომ წარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროს სახელით. როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.