წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა.
მისი თქმით, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს, რომ საქართველო აყვეს პროვოკაციებს.
„მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება გუშინ განაახლეს.