8 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7505 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7656 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.51 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1405 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1766 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.61 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5052 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6032 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბერიდან შევა ძალაში.