სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც სომხეთის უკვე გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ზედიზედ ორჯერ ვერ არჩევის გამო, პარლამენტი დაითხოვა. ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელდა.
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად სწორედ ეს მდგომარეობა ავალდებულებს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ნიკოლ ფაშინიანი სწორედ იმ მიზნით გადადგა საკუთარი ნებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო.