13-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
13-14 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14-15 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 13 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემერატურა +17, +19 გრადუსი, ხოლო 14-15 ოქტომბერს ისევ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.