IDFI-ს კვლევა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიზთან დაკავშირებით, ჯურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.
„არ ვიცი, პირდაპირ გეტყვით – ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეს კვლევა. ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია წამყვან ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ შევადარებთ და აუცილებლად უნდა გაკეთდეს შედარებები, კარგად ნახავთ სტატისტიკას, 2012 წლის მერე როგორი ნახტომი გვაქვს უკეთესობისკენ, დადებითი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ, პირიქით, უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ; მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო მარტივი უნდა იყოს ბიზნესის კეთება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად დაცული უნდა იყოს ინვესტიციები და ბიზნესსექტორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქართველოში ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით ანალიზი გამოაქვეყნა.