ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესაქმიანობითაა დაკავებული და ის ბოინგის დეტალების მწარმოებელ ქართულ-ებრაულ კომპანიაში მუშაობს.
"არის ერთ-ერთი კომპანია Elbit-ი, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია.