ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, - ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, ყოფილი მთავარი პროკურორი ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. მისივე განმარტებით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან. ადვოკატისთვის უცნობია, ნამყოფია თუ არა მეგობარ ფარცხალაძის სახლში სპორტის ყოფილი მინისტრი.
"იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას", - აღნიშნა მოსიაშვილმა.