თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში 6-კაციანი ჯგუფი 4 პირს ფიზიკურად გაუსწორდა.
ერთი დაშავებული 14 წლისაა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მათი განცხადებით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა. მათივე ინფორმაციით, მხარე დაზარალებულს ნაკვეთიდან ცხვრების გაყვანას სთხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.