ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ განახორციელა მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის უკანონო ჩაწერა და რისთვის, რა მიზნით ინახავდა ზაზა ოქუაშვილი ამ ჩანაწერს წელიწადნახევარი, რას ემსახურება მისი მხრიდან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო ცილისმწამებული კამპანია, ვინ მფარველობდა მას ხელისუფლებაში და რატომ დაუშვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ომეგა ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონი ლარის მითვისება. ყოველივე ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ,“ - აცხადებს ხატიაშვილი.