„ნუ ყიდი საქართველოს“, „30 თეთრი ღალატისთვის“, - ამ დანიშნულებით მოქალაქეები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს პირად ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ.
მოქალაქეები 30 თეთრში 30 ვერცხლს მოიაზრებენ და მიუთითებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით ქვეყანას აზიანებს.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით გუშინ პეტიციაც შეიქმნა. ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 8 952 ადამიანი აწერს.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს მხარს "ქართული ოცნება" უჭერს.