ფინანსთა მინისტრის პოსტზე შესაძლოა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა წარადგინონ.
ნიკოლოზ გაგუას ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე.