ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატურას ნობელის პრემიაზე წარადგენს, თუკი სინგაპურში გამართული სამიტი ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის შესახებ, შედეგს გამოიღებს.
„თუკი სინგაპურის სამიტი გახდება პირველი ნაბიჯი და გარანტია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციისა, მე დავწერ წერილს ნობელის კომიტეტში, რათა წარადგინონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურა“ - წერს მაკფოლი „Twitter“-ზე
ცნობისთვის, პირველი ისტორიული სამიტი ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის 12 ივნისს გაიმართა სინგაპურში. შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის საკითხი. კიმ ჩენ ინმა თავის მხრივ დოკუმენტს უწოდა „ახალი დასაწყისი“ ორი ქვეყნის ურთიერთობის დაწყებისთვის და იმედი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.