დღეს, 13 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (ჩIთEშ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა.
აუქციონზე გამოტანილი იყო ორი ლოტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოდან (ამბროლაურის სატყეო უბანი).
პირველი ობიექტის გასაყიდი ფასი იყო 275 000 ლარი, შეიძინა შპს "ტაო"-მ. მეორე ობიექტის გასაყიდი ფასი - 82 500 ლარი, შეიძინა შპს "საქტყეთესლი-2004"-მა. ჯამში 13 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 357 500 ლარი შეადგინა