კომპანია "ფასტ პლუსი" ოქტომბრის ბოლომდე საქართველოდან 200 000 ცხვარს გაიყვანს, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს, კომპანიის პრეზიდენტმა ნაზი ალასანიამ განუცხადა.
ირანში ცხვრების ახალი პარტია დღეს გაგზავნეს. 1020 ცხვარი თეირანში დღეს გაიგზავნა. ორ თვეში კომპანია ირანში მთლიანობაში 200 ათასი ცხვრის ექსპორტს გეგმავს. ამ ეტაპზე ცხვრები სამცხე-ჯავახეთში შეიძინეს. ირანში "ფასტ +"-ის პარტნიორი ირანული კომპანა "ძმები კასიანებია", რის შედეგადაც საქართველოში 6 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოსვლას ელოდებიან.
ცხვრები ირანში რამაზანის დღესასწაულისათვის იგზავნება. პროექტი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.