ქართული ბიზნესს საშუალება ეძლევა საქართველოში კიდევ ერთი ეგზოტიკური ცხოველის სანაშენე მეურნეობები განავითარონ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სამეცნიერო კვლევით ცენტრთან არსებული, კომპანია "ფაზის პლანტის" წარმომადგენელმა ირაკლი ჩოკოლაიამ განუცხადა, ქვეყანას აქვს 99 % პოტენციალი იმისა, რომ საქართველოში ნიანგის სანაშენე მეურნეობები მოეწყოს.
ჩორკოლაიას განცახდებით, კომპანიამ 2 წლის წინ არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა მალევე 1 პატარა ნიანგი დაიღუპა, ხოლო 3 ნიანგმა სამეგრელოში ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის გარემო პირობებთან შეგუება დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა წყალი გოგირდს შეიცავდა, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს.
"ფაზის პლანტის" ინფორმაციით, ნიანგის ზრდა განვითარებისათვის თერმული წყლები მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოფელ ცაისში თერმული წყლის საბადო არსებობს და კომპანიასაც სახელმწიფოს თანადგომის იმედი აქვს, რათა სამომავლოდ სამეგრელოში ნიანგთსაშენი ფერმის მოწყობა მოხერხდეს და საქართველომაც ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყოს. "ფაზის პლანტში" განმარტავენ, რომ ნიანგის შენახვა ძვირი არ არის, რადგანაც ეგზოტიკურ ცხოველს ერთი კვირის განმავკლობაში დაახლოებით 10 ლარის ხორცი ყოფნის.
ნიანგი ზრდასრულ ასაკს 3 წლის შემდეგ აღწევს და ზრდასრული ნიანგი 12 დან 18 კილომდე ხორცს იძლევა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 1 კილო 60 ევრომდე ღირს. ხოლო რაც შეეხება ნიანგის ტყავს, ტყავით ძირითადად დიზაინერები ინტერესდებიან, თუმცარა სექსპორტოდ ნიანგის ტყავის გასატანად სპეციაური საერთაშორისო ლიცენზიაა საჭირო. ერთი ნიანგის ტყავი "შავ ბაზარზე" 500 ევრო ღირს, ხოლო ლიცენზირებული ტყავის ფასი 1000 ევროდან იწყება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმე სპეციალიზირებული კომპანია არსებობს, რომელსაც ნიანგის ტყავის დამუშავება შეუძლია.
მსოფლიოს მაშტაბით, ნიანგების ფერმები ძირითადად აფრიაკში, ავსტრალიაში, ტაილანდში აშშ-სა და ინდონეზიაშია განთავსებული. ფერმაში ძირითადად დედალ ნინაგებს აშენებენ და კვერცხის დადების შემდეგ კვერცს სპეციალურ იკუპატორში ანთავსებენ. ნიანგის კვერცხიდან გამოსავლიანობა ძირითადად 100 %-ია. ფერმები ძირითადად ტყავის რეალიზაციაზე მუშაობენ. ხორცისა და ტყავის გარდა გამოყენებადია ნიანგის შიგთავსიც, რომელიც დამუშავების შემდეგ ცოხველების საკვებად გამოიყენება.